ჩვენი ანალიტიკოსები მედია მონიტორინგს აწარმოებენ შერეული მეთოდოლოგიით.

ესაა კონტენტ-ანალიზის ტრადიციული და ახალი მიდგომები (1).

  1.1. ტრადიციული მიდგომებია: 

  • ე.წ. კლიპინგი;
  • ტირაჟის და მკითხველის ანალიზი;
  • რეკლამის ღირებულების ექვივალენტურობა (AVE: advertising value equivalence);
  • მარტივი კონტენტ ანალიზი;
  • მესიჯების ანალიზი;
  • ტონალობის ანალიზი;
  • მნიშვნელობის ანალიზი;
  • გაშუქების ხარისხის ანალიზი.

     1.2. კონტენტ-ანალიზის ახალი მოდელით დგინდება: 

მესიჯების სიზუსტე, რომელიც ანალიზს ოთხი ელემენტის მიხედვით ეფუძნება. ესენია:

  •  მთავარი ფაქტები;
  • მთავარი ფაქტების შესახებ გაკეთებული ყალბი განცხადებები;
  • არასრული, მცდარი ინფორმაცია, რომელიც მთავარი ფაქტების შესახებ მიკერძოებულ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს;
  • გამოტოვებული მთავარი ფაქტები.

 მესიჯების კავშირი კომუნიკაციის მიზნებთან (ეს მოიცავს: კომუნიკაციის ციკლის ანალიზს; მესიჯების სიზუსტის დიაგნოსტიკას; კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვის ანალიზს);

ანალიზის მიზანია:

  • იმ მესიჯების პროპორციის გაზომვა, რომელთა დიზაინი საგანგებოდ არის მორგებული ინფორმირებულობის ამაღლებაზე;
  • იმ მესიჯების პროპორციულობის განსაზღვრა, რომლებსაც გადააქვთ ცოდნა, ქმნიან ინტერესს ან მოქმედების სურვილს.

წყარო: A New Model for Media Content Analysis by David Michaelson David Michaelson & Company, LLC and Toni L. Griffin MetLife Published by the Institute for Public Relations, Copyright © 2005, The Institute for Public Relations, www.instituteforpr.com

2. მედია-მონიტორინგი წარმოებს “Magic 12”-ის მეთოდოლოგიით (2) (იხ. მითითებული წყაროს გვ 51-59).

წყარო: Effective media-monitoring reports: Framing, measurement and evaluation by Mariam Gersamia, p. 51-59

From “Competing identities: The state of play of PR in the 2010s” (Editors:Ferran Lalueza, Open University of Catalonia, David McKie, University of Waikato, Jordi Xifra, Pompeu Fabra University) ISBN:978-84-9788-538-6, Proceedings of the Barcelona Meeting COM#1: International PR 2011 Conference, Barcelona, 28 and 29 June 2011, http://www.uoc.edu/symposia/meetingcom2011/index_eng.html