27 მაისს, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) პროექტის „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ პირველი ეტაპი (კონკურსანტების შერჩევა) დასრულდა.

ოთხმა პროფესიონალმა მენტორმა: დავით პაიჭაძემ, ნინო ჟიჟილაშვილმა, გიორგი ისაკაძემ და ნოდარ მელაძემ კონკურსის საფუძველზე შეარჩია 12 სტუდენტი, რომლებიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე გააშუქებენ მედიის სფეროს. სტუდენტები შექმნიან ექსპერიმენტულ სატელევიზიო/ონლაინ პროდუქტს (სიუჟეტებს და/ან დაიჯესტებს, მიმოხილვებს, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიზუალურ პროდუქტს) მედიის შესახებ.