მედიისა და კომუნიკაციის სასწავლო-კვლევითი ცენტრის (MCERC) პროექტის  „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს მორიგი მედია ტური და მასტერკლასები ამჯერად ტელეკომპანია რუსთავი2–ში  ჩატარდა. 15 ივნისს პროექტის მონაწილეებს მასპინძლობა პროექტის ერთ–ერთმა მენტორმა, გადაცემა “არჩევანის” პროდიუსერმა და ცნობილმა ტელეჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გაუწია.

სტუდენტებმა დაათვალიერეს ტოქშოუებისა და საინფორმაციო  გადაცემა “კურიერის” სტუდიები და ნიუსრუმი._SHL7358

კონკურსის მონაწილეებისთვის მასტერ–კლასი თავად ნოდარ მელაძემ ჩაატარა. სტუდენტები გაეცნენ ტელეკომპანიის ისტორიას, მისი მუშაობის 24 საათიან პროცესს, გადაცემების დაგეგემარებას, ახალი ამბების შევსების თავისებურებებს და სეგმენტაციას, რომელიც ტელეკომპანიაში არსებობს. ნოდარ მელაძემ კონკურსის მონაწილეებს აუხსნა სხვადასხვა გადაცემის მომზადებისა და თემატური შერჩევის პროცესი. მენტორმა ასევე ისაუბრა სტუმრების მოწვევისა და ექსტრემალური მდგომარეობიდან გამოსვლის გზების შესახებ. მენტორმა  უპასუხა კონკურსის მონაწილეების შეკითხვებს, რომლებიც ჟურნალისტების ობიექტურობას, ქუჩის გამოკითხვების სპეციფიკურობას, მედია კრიტიკასა და სატელევიზიო რეპორტაჟების სრულყოფის საკითხებს შეეხო.

სტუდენტებს შეხვდა რუსთავი2–ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელმაც ტელეკომპანიაში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის  (MCERC) პროექტის –  „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ – მიზანია მედიაკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა და მეოთხე ხელისუფლების სტიმულირება. პროექტი ხორციელდება  „DW Akademie“-ის მხარდაჭერით.