20 ივნისს მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის პროექტის – „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მორიგი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს გაუძღვა თბილისის ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი მარინა გოქსაძე.

მარინა გოქსაძე ტრენინგის ფარგლებში კონკურსანტებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. ტრენინგისას სტუდენტები გაეცნენ პროფესიონალური კრიტიკის დანიშნულებას, დისნეის წარმატების სტრატეგიას, TOTE-ის მოდელს, ნეიროლინგვისტური პროგრამირების თავისებურებებს, ფსიქოლოგიური კუთხით განიხილეს რამდენიმე გადაცემა.

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის  (MCERC) პროექტის –  „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ – მიზანია მედიაკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა და მეოთხე ხელისუფლების სტიმულირება. პროექტი ხორციელდება  „DW Akademie“-ის მხარდაჭერით. ტრენინგი IREX-ის მულტიმედია საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდა.