მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) პროექტის: „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს მორიგი მედიატური „Forbes Georgia“-ში ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და პროექტის ერთერთმა მენტორმა – გიორგი ისაკაძემ ჩაუტარა.

გიორგი ისაკაძემ სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა, ისაუბრა ჟურნალის წარმატების სტრატეგიებზე, ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე. კონკურსანტებმა მენტორმა კონკურსანტებს გააცნო ის ძირითადი თემები და სფეროები, რომელსაც ჟურნალი ფარავს: ბიზნესი, ტექნოლოგიები, ინვესტიციები და სამეწარმეო საქმიანობები. გიორგი ისაკაძე სტუდენტებს, ასევე, მედიის ხარისხზე და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის  (MCERC) პროექტის –  „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ – მიზანია მედიაკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა და მეოთხე ხელისუფლების სტიმულირება. პროექტი ხორციელდება  „DW Akademie“-ის მხარდაჭერით.