21 ივნისს მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის პროექტის – „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მორიგი მედიატური ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შედგა. მასტერკლასი ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა – ნატა ძველიშვილმა ჩაატარა.

მასტერკლასის ფარგლებში ნატა ძველიშვილი კონკურსანტებს ქარტიის ისტორიასა და მის თერთმეტ პრინციპზე ესაუბრა. შეხვედრის დროს სტუდენტებმა ქარტიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მიმოიხილეს მედიაში გაშუქების კონკრეტული შემთხვევები. ასევე, ისაუბრეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსსა და მის ფუნქციებზე._SHL7990

შეხვედრის დასასრულს, ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოისმინა კონკურსანტების შეფასებები ჟურნალისტიკის განვითარებასა და მედიის სფეროში დასაქმების პრობლემებზე.

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის  (MCERC) პროექტის –  „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ – მიზანია მედიაკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა და მეოთხე ხელისუფლების სტიმულირება. პროექტი ხორციელდება  „DW Akademie“-ის მხარდაჭერით. ტრენინგი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისში ჩატარდა.