მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (MCERC) ორგანიზებით მედიაკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს კონკურსი პროექტის – „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“.

კონკურსის მონაწილეებმა ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე უნდა შექმნან ექსპერიმენტული სატელევიზიო/ონლაინ პროდუქტი – მედიის, მედიის შესახებ გაკეთებული განცხადებების და მედიაში გაკეთებული განცხადებების შესახებ.

კონკურსანტები ნამუშევრებს წარმოადგენენ სამ კატეგორიაში.

პირველ კატეგორიაში,  ოთხმა მენტორმა (დავით პაიჭაძემ, ნინო ჟიჟილაშვილმა, გიორგი ისაკაძემ და ნოდარ მელაძემ) კონკურსის საფუძველზე შეარჩია 12 ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომლებიც საკონკურსო პროდუქტს მენტორების დახმარებით ქმნიან და წარადგენენ.

კონკურსის მეორე კატეგორია ღიაა ყველასთვის, ვინც არის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი.

კონკურსის მესამე კატეგორიაში სტუდენტები ამზადებენ ქროსმედია ჟურნალისტურ პროდუქტს (აქტივობის “მე და მედია” ფარგლებში)

საკონკურსო მასალები ქვეყნდება ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის შექმნილ ვებგვერდზე WWW.MPORTAL.GE.

კონკურსის მეორე და მესამე კატეგორიაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ საკონკურსო მასალა გამოაგზავნონ 30 სექტემბრამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@mcerc.ge

2016 წლის ოქტომბერში სპეციალური ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო ნამუშევარს (ყოველ კატეგორიაში). ავტორები დაჯილდოვდებიან „DW Akademie“-ის და „MCERC”-ის სპეციალური პრიზებით.