აქტივობა „მე და მედია“ ხორციელდება პროექტის „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში და შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა ჟურნალისტებს მედიის შესახებ მოამზადონ ე.წ. ქროსმედია ჟურნალისტური პროდუქტი და წარადგინონ საკონკურსოდ (მესამე კატეგორიაში). იხილეთ საკონკურსო გზამკვლევი, რომელიც   მომზადებულია „DW Akademie-ის“ სასწავლო მასალების მიხედვით.

მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (MCERC) და DW Akademie-ის ორგანიზებით მედიაკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს კონკურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის (სამ საკონკურსო კატეგორიაში).

გზამკვლევი ქროსმედია* ჟურნალისტებისთვის

მოამზადეთ მოკლე ვიდეო-რგოლი (არაუმეტეს ორი წუთისა), სადაც განმარტავთ თუ როგორ იყენებთ მულტიმედია ტექნოლოგიებს თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში, და/ან გააცანით აუდიტორიას თქვენი ქვეყნის მედიაში მიმდინარე აქტუალური პროცესები, ჟურნალისტების (მათ შორის თქვენი) საქმიანობა, მედიის გამოწვევები და სხვ.

მოიფიქრეთ სამი საკვანძო შეკითხვა და პატარა კლიპებით წარმოადგინეთ საკუთარი თავი და თემა (მოამზადოთ selfie-კლიპები ან სხვას სთხოვეთ, რომ გადაგიღოთ).

რაც ყველაზე მთავარია: გვაჩვენეთ საკუთარი თავი (ან თქვენი კოლეგა) მოქმედებაში, იყავით კრეატიულები და იზრუნეთ გამოსახულების და ხმის ხარისხზე. თქვენი საუბარი უნდა ისმოდეს გარკვევით.

მთლიანობაში უნდა გადაიღოთ ოთხი კლიპი. ერთი შესავალი/intoduction თქვენს შესახებ (სახელი, ასაკი, ადგილი, სად მუშაობთ და რას აკეთებთ?) და სამ საკვანძო კითხვაზე პასუხი  (თითოეულ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს მაქსიმუმ 20 წამი). სავარაუდო თაიმლაინი ასე უნდა გამოიყურებოდეს (ლურჯად მონიშნულია ის ნაწილი, სადაც თქვენი კონტრიბუცია უნდა გამოჩნდეს) .

timeline

გისურვებთ წარმატებებს!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ საკონკურსო მასალა გამოაგზავნონ 30 სექტემბრამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@mcerc.ge.

საკონკურსო მასალები ქვეყნდება ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის შექმნილ ვებგვერდზე  WWW.MPORTAL.GE.

*   სხვადასხვა მედია პლატფორმისთვის, ჟურნალისტური პროდუქტის შესაქმნელად, მულტიმედია ტექნოლოგიების და ინსტრუმენტების გამოყენება