ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ – მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის ხელის შეწყობა, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება (მათ შორის სტაჟირება), საერთო ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებში/კონფერენციებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის  სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, აგრეთვე მხარეებმა, სურვილის შემთხვევაში, ერთობლივად განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები.