ტრენინგების ახალი ციკლი “მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები”!

პირველი ტრენინგი – “კრიზისების მართვა და მედიაფსიქოლოგია” 23 მაისს, თსუ-ში ჩატარდა.

ტრენინგის 20 მონაწილე გაეცნო კრიზისულ სიტუაციებში მედიასთან კომუნიკაციის და თავად მედიის მუშაობის თავისებურებებს; განიხილეს კრიზისის დროს მედიის ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზები.

მათ იმუშავეს ჯგუფებში: მედიაეფექტებზე დაკვირვებით წარმოადგინეს კონკრეტული შემთხვევების ანალიზი, სამოქმედო გეგმა კრიზისის დროს.

ტრენინგი ჩაატარეს პროფ. (თსუ) მარიამ გერსამიამ და ასოცირებულმა პროფესორმა (თსუ) მაია ტორაძემ.