ა.(ა)ი.პ.მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი დაარსდა 2015 წელს.

ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია: მედიის და მასკომუნიკაციის სფეროს განვითარების ხელშეწყობა საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის და ახალი ცოდნის შექმნის გზით; მედიაწიგნიერების ხელშეწყობა და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებაში. საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიის და მასკომუნიკაციის სფეროში კონსულტირება, ინტერდისციპლინური ცოდნის გადაცემასა და კვლევების განხორციელებაში ხელშეწყობა. ცენტრი აწყობს სხვადასხვა სახის შეხვედრებს, კონფერენციებს, ტრენინგებს და ღონისძიებებს; ახორციელებს სხვადასხვა საგრანტო პროექტებს;

ჩვენი ორგანიზაციის მისიაა: ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტების განათლებას პროფესიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის!

ცენტრის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საერთო კრება. ცენტრის ხელმძღვანელი ორგანოებია: დამფუძნებელები; საერთო კრება; გამგეობა; თავმჯდომარე.

ორგანიზაციის თავმჯდომარეა მარიამ გერსამია

ორგანიზაციას ჰყავს მრჩეველთა საბჭო.