მიმდინარე კონკურსები

ტრენინგი: „კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქება“

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის (FNF) და დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტი (IDEM) იწვევს ახალგაზრდა ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტრენინგზე: „კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქება“ იხილე სრულად


ტრენინგი: „ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების გაშუქება“

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის (FNF) და დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტი (IDEM) იწვევს ახალგაზრდა ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან

ტრენინგზე:  „ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების გაშუქება“

იხილე სრულად


ტრენინგი: “ბიზნესის, ფინანსების და ეკონომიკის საკითხების გაშუქება“

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის (FNF) და დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტი (IDEM) იწვევს ახალგაზრდა ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტრენინგზე: ბიზნესის, ფინანსების და ეკონომიკის საკითხების გაშუქება“ იხილე სრულად


აქტივობა “მე და მედია” – შექმენი ქროსმედია პროდუქტი

აქტივობა „მე და მედია“ ხორციელდება პროექტის „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში და შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა ჟურნალისტებს მედიის შესახებ მოამზადონ ე.წ. ქროსმედია ჟურნალისტური პროდუქტი და წარადგინონ საკონკურსოდ (მესამე კატეგორიაში). იხილეთ საკონკურსო გზამკვლევი, რომელიც   მომზადებულია „DW Akademie-ის“ სასწავლო მასალების მიხედვით.

იხილე სრულად


სიახლე: მედიაკრიტიკის კონკურსანტები სამ კატეგორიაში წარადგენენ მასალებს

მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (MCERC) ორგანიზებით მედიაკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს კონკურსი პროექტის – „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“.

იხილე სრულად


სტაჟირების კონკურსი

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრი (MCERC) იწყებს სტაჟიორების მიღებას.

სტაჟიორები ანალიტიკოსებთან ერთად ჩაერთვებიან მედიის კვლევებსა და მონიტორინგის პროცესში. სტაჟიორების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: დოკუმენტების გადარჩევა; გასაუბრება. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • CV;
  • სამოტივაციო წერილი;

გთხოვთ, განაცხადი  გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@mcerc.ge;

ორთვიანი სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი;

განაცხადების მიღების დედლაინი: 2016 წლის 15 მაისი;

საკონტაქტო პირი:  პროექტის ასისტენტი თათია კაკიაშვილი.

ტელ: +995 790 251 005; +995 598 100 201 (12:00-17:00-მდე).


ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის!

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის!

კონკურსი ტარდება მედიაკრიტიკის განვითარების  ხელშეწყობის მიზნით,  პროექტის – „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“, ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია „DW Akademie“.

კონკურსის საფუძველზე შერჩეული ახალგაზრდა ჟურნალისტები, ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე, შექმნიან ექსპერიმენტულ სატელევიზიო/ონლაინ პროდუქტს მედიის შესახებ.

  • 30 მაისამდე ოთხი მენტორი/პროფესიონალი ჟურნალისტი შეარჩევს 16 მონაწილეს (განაცხადების განხილვის და გასაუბრების შედეგად, თითოეული მენტორი შეარჩევს მაქსიმუმ ოთხ მონაწილეს).
  • პროექტის მონაწილეები სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ მედიაკრიტიკის სატელევიზიო/ონლაინ პროგრამის ფორმატის შემუშავებაზე, მოამზადებენ სიუჟეტებს და/ან დაიჯესტებს, მიმოხილვებს, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიზუალურ პროდუქტს.
  • 2016 წლის ოქტომბერში სპეციალური ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო ნამუშევარს. ავტორები დაჯილდოვდებიან „DW Akademie“-ის და „MCERC”-ის სპეციალური პრიზით, ხოლო 16-ივე მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

კონკურსზე დაშვების წინაპირობები: კონკურსანტი უნდა იყოს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი;

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 250 სიტყვა); საკუთარი ავტორობით მომზადებული აუდიო-ვიზუალური პროდუქტი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

  • კონკურსანტებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: info@mcerc.ge
  • განაცხადების მიღების დედლაინი: 2016 წლის 20 მაისი, 18:00-მდე
  • საკონტაქტო პირი: პროექტის ასისტენტი თათია კაკიაშვილი. ტელ: +995 790 251 005; +995 598 100 201 (12:00-17:00-მდე).