მედია მონიტორინგი
ჩვენი ანალიტიკოსები მედია მონიტორინგს აწარმოებენ შერეული მეთოდოლოგიით.
ესაა კონტენტ-ანალიზის ტრადიციული და ახალი მიდგომები (1).
1.1. ტრადიციული მიდგომებია:
- ე.წ. კლიპინგი;
- ტირაჟის და მკითხველის ანალიზი;
- რეკლამის ღირებულების ექვივალენტურობა (AVE: advertising value equivalence);
- მარტივი კონტენტ ანალიზი;
- მესიჯების ანალიზი;
- ტონალობის ანალიზი;
- მნიშვნელობის ანალიზი;
- გაშუქების ხარისხის ანალიზი.
1.2. კონტენტ-ანალიზის ახალი მოდელით დგინდება:
მესიჯების სიზუსტე, რომელიც ანალიზს ოთხი ელემენტის მიხედვით ეფუძნება. ესენია:
- მთავარი ფაქტები;
- მთავარი ფაქტების შესახებ გაკეთებული ყალბი განცხადებები;
- არასრული, მცდარი ინფორმაცია, რომელიც მთავარი ფაქტების შესახებ მიკერძოებულ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს;
- გამოტოვებული მთავარი ფაქტები.
მესიჯების კავშირი კომუნიკაციის მიზნებთან (ეს მოიცავს: კომუნიკაციის ციკლის ანალიზს; მესიჯების სიზუსტის დიაგნოსტიკას; კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვის ანალიზს);
ანალიზის მიზანია:
- იმ მესიჯების პროპორციის გაზომვა, რომელთა დიზაინი საგანგებოდ არის მორგებული ინფორმირებულობის ამაღლებაზე;
- იმ მესიჯების პროპორციულობის განსაზღვრა, რომლებსაც გადააქვთ ცოდნა, ქმნიან ინტერესს ან მოქმედების სურვილს.
წყარო: A New Model for Media Content Analysis by David Michaelson David Michaelson & Company, LLC and Toni L. Griffin MetLife Published by the Institute for Public Relations, Copyright © 2005, The Institute for Public Relations, www.instituteforpr.com
2. მედია-მონიტორინგი წარმოებს “Magic 12”-ის მეთოდოლოგიით (2) (იხ. მითითებული წყაროს გვ 51-59).
წყარო: Effective media-monitoring reports: Framing, measurement and evaluation by Mariam Gersamia, p. 51-59
From “Competing identities: The state of play of PR in the 2010s” (Editors:Ferran Lalueza, Open University of Catalonia, David McKie, University of Waikato, Jordi Xifra, Pompeu Fabra University) ISBN:978-84-9788-538-6, Proceedings of the Barcelona Meeting COM#1: International PR 2011 Conference, Barcelona, 28 and 29 June 2011, http://www.uoc.edu/symposia/meetingcom2011/index_eng.html