ახალი ამბები

თანამშრომლობა – პროფესიული განვითარებისთვის!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ – მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის ხელის შეწყობა, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება (მათ შორის სტაჟირება), საერთო ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებში/კონფერენციებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის  სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, აგრეთვე მხარეებმა, სურვილის შემთხვევაში, ერთობლივად განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები.


ახალგაზრდა ჟურნალისტების დასაქმება მედიის შრომის ბაზარზე

კვლევის შედეგად დადგინდა რა მოთხოვნები აქვთ და რა კრიტერიუმებს (ცოდნას, უნარებს, განათლებას და სხვ.) ითვალისწინებენ დამსაქმებლები ახალგაზრდა ჟურნალისტების დასაქმებისას ან სტაჟირებისას, რა რეკომენდაციებს სთავაზობენ მედიაგანათლების სექტორს და სხვ.

კვლევა აქტუალურია როგორც საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციის, ასევე აკრედიტაციის სტანდარტების და დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის თავალსაზრისით.

საველე კვლევა (დამსაქმებელების გამოკითხვა)  ჩატარდა 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერის თვეებში. კვლევისთვის გამოყენებულია რაოდენობრივი და თვისებრივი კონტენტ-ანალიზი. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულია კითხვარი (ღია და დახურულ-ბოლოიანი კითხვებით). გამოიკითხა 25 მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი.

პასუხი გაეცა შემდეგ კვლევით კითხვებს:

  1. რა კრიტერიუმების მიხედვით ასაქმებენ ახალგაზრდა ჟურნალისტებს საქართველოში? რა კომპეტენციებს (ცოდნას და უნარებს) ანიჭებენ უპირატესობას დამსაქმებლები?
  2. არის თუ არა მნიშვნელოვანი ფაქტორი დასაქმებისას, თუ რომელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია ჟურნალისტი? აქვს თუ არა მას ჟურნალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი ან სხვა დარგობრივი კომპეტენცია?

დადგინდა, რომ სოციალური და პროფესიული კავშირები, რომლებსაც უნივერსიტეტი იძლევა უცხოეთში და ნაწილობრივ ჩვენთანაც, ზრდის დასაქმების შესაძლებლობას. საქართველოში გამოკითხული მედიასაშუალებების მხოლოდ 40%-ში არის სტაჟირება ანაზღაურებადი. სტაჟიორის აყვანისას, პროფესიულ და/ან ახლობლის რეკომენდაციას 89%-ისთვის არის მნიშნელოვანი. რაც შეეხება დასაქმებას, მხოლოდ 59 % მიიჩნევს რეკომენდაციის ფაქტორს საყურადღებოდ.

საქართველოში ჟურნალისტად დასაქმებისას ყველაზე მეტად მნიშვნელობას ანიჭებენ  „წერის უნარს“. გამოკითხული დამსაქმებლების 88 % მიიჩნევს, რომ ეს უნარი მნიშვნელოვანი ან ძალიან მნიშვნელოვანია.  76 %  მიიჩნევს, რომ დედლაინზე მუშაობის უნარი არის მნიშვნელოვანი. იგივე პროცენტული რაოდენობა მნიშვნელოვნად  მიიჩნევს ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობის უნარს,  80 % მიიჩნევს, რომ ახალი ამბების/თემების მოძიების და დამუშავების უნარი არის მნიშვნელოვანი. დამსაქმებელთა 52 %-ისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული სფეროს სიღრმისეული ცოდნა.

კვლევამ არ გამოკვეთა რომელიმე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ჟურნალისტად დასაქმების უპირატესობა.  ამ კუთხით,  უცხოური კვლევებისგან განსხვავებით მედია ბაზარზე ისეთი ელიტური უნივერსიტეტები, რომელთა დიპლომი ერთგვარ ბონუსს წარმოადგენს დასაქმებისას მკაფიოდ არ იკვეთება. დამსაქმებლების აზრით, კურსდამთავრებულები უნივერსიტეტებში ყველაზე მეტად იღებენ თეორიულ ცოდნას და ყველაზე ნაკლებად – დარგობრივ კომპეტენციებს.  არადა, გამოკითხულთა 84% ჟურნალისტად დასაქმებისას, უპირატესობას ანიჭებს სხვა სფეროში მიღებულ დარგობრივ კომპეტენციებს. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის იხრება იმ აზრისკენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნის და უნარების შეძენა.

ჟურნალისტური განათლების სამომავლო დისკუსიებისთვის დამსაქმებლებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ რიგი საკითხები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნებთან პირდაპირ შესაბამისობაში მოდის.

კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები.

ავტორები: მარიამ გერსმაია, მაია ტორაძე

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.


სამხრეთ კავკასიის რეგიონის 45 ჟურნალისტს ტრენინგები ჩაუტარდათ

სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, 21-29 ნოემბერს, 45 ჟურნალისტს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარდათ.

 

ეს მიმართულებებია:

  • კულტურული ღირებულებების გაშუქება“;
  • „კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქება“;
  • “ბიზნესის, ფინანსების და ეკონომიკის საკითხების გაშუქება“.

 

ტრენინგები ჩაატარეს უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა. პროგრამა სამწლიანია და მოიცავს (2018 წელს) შერჩეული მონაწილეებისთვის  სასწავლო ტურს ბერლინსა და პოსტდამში. სამი წლის მანძილზე კი ჟურნალისტებს (საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან) ეძლევათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო და რეგიონული ექსპერტების დახმარებით, იმუშაონ სხვადასხვა თემაზე.

 

ტრენინგების ორგანიზატორია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის (FNF), დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტი (IDEM) და მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC).

 


სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია – 2016

პრესრელიზი

დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის

თარიღი და დრო: 10 ნოემბერი, 10:00

ადგილი: კავკასიის უნივერსიტეტი

(პოლიტკოვსკაიას ქ. 10. მეშვიდე სართული, საკონფერენციო დარბაზი)

10 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის და კომუნიკაციის

საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის“ (MCERC) ორგანიზებით და „დოიჩე

ველე აკადემიის“ (DW Akademie) დაფინანსებით, კავკასიის მედიის სკოლაში

საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

კონფერენციაში სახელწოდებით „ახალი სტანდარტები და მიდგომები:

ჟურნალისტური განათლება, მედიის და მასკომუნიკაციის კვლევები“ მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მედია სკოლების წარმომადგენლები;

კონფერენცია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

– ჟურნალისტური განათლება: სწავლების ახალი მეთოდები და სტანდარტები;

– ჟურნალისტიკის პროგრამები: გამოცდილების საუკეთესო მაგალითები;

– აკადემიური განათლება, შრომის ბაზრის მოთხოვნები და დასაქმება;

– პრაქტიკული გამოცდილების ტრანსფერი სწავლების პროცესში;

– ჟურნალისტიკის ეთიკა და მედიასამართალი და სხვ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა მედიის სკოლის წარმომადგენლები იმსჯელებენ მედია განათლებაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

კონფერენციას გახსნის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია.

არასამთავრობო ორგანიზაცი MCERC დაარსდა 2015 წელს. ცენტრის საქმიანობის მიზანია მედიის და მასკომუნიკაციის სფეროს განვითარების

ხელშეწყობა საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის და ახალი ცოდნის შექმნის გზით.

საკონტაქტო პირი: თათია კაკიაშვილი; ტელ.: + 995 598 100 201

ვებ-გვერდი: www.mcerc.ge

ელ-ფოსტა: info@mcerc.ge;

esthersblog-dwacademie-30nujrcbywtl81b69pa77u
csmed
CU_logo


MCERC -ის კონკურსის მონაწილეებს მონაცემთა ჟურნალისტიკაში DW Akademie / დოიჩე ველე აკადემიის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ

14 -15 სექტემბერს მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC)  პროექტის   (“მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის” ) მონაწილეთათვის, მონაცემთა ჟურნალისტიკაში ტრენინგი ჩატარდა.

იხილე სრულად


კონკურსანტებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უმასპინძლა

21 ივნისს მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის პროექტის – „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მორიგი მედიატური ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შედგა. მასტერკლასი ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა – ნატა ძველიშვილმა ჩაატარა. იხილე სრულად


ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის მედია კრიტიკის თემაზე ტრენინგი ფსიქოლოგმა მარინა გოქსაძემ ჩაატარა

20 ივნისს მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის პროექტის – „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მორიგი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს გაუძღვა თბილისის ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი მარინა გოქსაძე. იხილე სრულად


მედიაკრიტიკის კონკურსანტებს „Forbes Georgia“-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ უმასპინძლა

მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) პროექტის: „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს მორიგი მედიატური „Forbes Georgia“-ში ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და პროექტის ერთერთმა მენტორმა – გიორგი ისაკაძემ ჩაუტარა. იხილე სრულად


მედიაკრიტიკის კონკურსანტების  ტური  „რუსთავი 2“–ში

მედიისა და კომუნიკაციის სასწავლო-კვლევითი ცენტრის (MCERC) პროექტის  „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს მორიგი მედია ტური და მასტერკლასები ამჯერად ტელეკომპანია რუსთავი2–ში  ჩატარდა. 15 ივნისს პროექტის მონაწილეებს მასპინძლობა პროექტის ერთ–ერთმა მენტორმა, გადაცემა “არჩევანის” პროდიუსერმა და ცნობილმა ტელეჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გაუწია. იხილე სრულად


MCERC-ის კონკურსის მონაწილეებს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უმასპინძლა

მედიისა და კომუნიკაციის სასწავლო-კვლევითი ცენტრის (MCERC) პროექტის  ფარგლებში მორიგი მედია ტური და მასტერკლასები ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარდა.  14 ივნისს პროექტის მონაწილეებს მასპინძლობა გაუწია პროექტის ერთერთმა მენტორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ. იხილე სრულად