ჩვენი პროექტები
2016 წელს დაგეგმილია:
- პროექტი „მედიის კრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“
პროექტის მიზნები და ამოცანებია:
- მედიის პროფესიული კრიტიკის განვითარების ხელშეწყობა;
- მედიის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის ახალი პლატფორმების შექმნა და განვითარება;
- დამწყები და პროფესიონალი ჟურნალისტების (მენტორების) ერთობლივი ინოვაციური პროექტების შექმნის ხელშეწყობა;
- დამწყები ჟურნალისტებისთვის პროფესიული ქსელის გაფართოების ხელშეწყობა;
- პროფესიული კრიტიკით მედიის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
პროექტი ხორციელდება „დოიჩე ველე აკადემიის“ დაფინანსებით.
2. პროექტი – სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია SCC2016 „ახალი სტანდარტები და მიდგომები: ჟურნალისტური განათლება, მედიის და მასკომუნიკაციის კვლევები“
თარიღი: 10 ნოემბერი, 2016
„მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი“ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს მედიის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის „დოიჩე ველე აკადემიის“ დაფინანსებით და კავკასიის მედიის სკოლის მხარდაჭერით.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ჟურნალისტური განათლება: სწავლების ახალი მეთოდები და სტანდარტები;
- ჟურნალისტიკის კურუკულუმის გამოწვევები: გამოცდილების საუკეთესო მაგალითები;
- ჟურნალისტიკის სკოლების აკრედიტაცია: ხარისხის გამოწვევები;
- აკადემიური განათლება, შრომის ბაზრის მოთხოვნები და დასაქმება;
- პრაქტიკული გამოცდილების ტრანსფერი სწავლების პროცესში;
- ჟურნალისტიკის ეთიკა და მედიასამართალი;
- მედიის კრიტიკა;
- სხვა.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: კავკასიის მედიის სკოლა (თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 10)
მნიშვნელოვანი თარიღები და დედლაინები:
- აბსტრაქტების მიღება: 30 სექტემბერი, 2016.
- აბსტრაქტები გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@mcerc.ge
- შეტყობინება განხილვის შედეგის შესახებ: 7 ოქტომბერი.
- სამუშაო ენა: ინგლისური